Pages

Sunday, July 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღე იყო ძალიან საინტერესო და შედეგიანი. დღევანდელ დღეს მოხდა მთელი კურსის შეჯამება.  კიდევ ერთხელ გადავხედეთ შესწავლილ მასალას, ჩვენი ნამუშევრები დავალაგეთ შესაბამისად. ტრენერმა ყველაფერი აგვიხსნა კარგად და საფუძვლიანად. ყველა შეკითხვას ამომწურავად პასუხობდა, რაც დაგვეხმარა მასალის კარგად გაგებაში.
იმედია ასეთი ტრენინგები გაგრძელდება და ჩვენც აქტიურად გამოვიყენებთ  ჩვენს პრაქტიკაში. დიდი მადლობა ტრენერს და ამ პროექტის ავტორებს!!

Friday, July 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე იყო ძალიან ნაყოფიერი, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,  დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,  ჩავწერეთ დამატებითი რესურსების მისამართები, თითქმის ბოლომდე დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა. დიდი მადლობა!!

Monday, July 11, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ ჩეკლისტებზე. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავაკეთეთ პორტფოლიო.
ტრენინგის დასაწყისში განვიხილეთ საშინაო დავალებები, ტრენერმა მოგვცა გარკვეული  სახის შენიშვნები, რომელსაც გავითვალისწინებთ სამომავლოდ. ტრენინგის ყველა დღე არის საინტერესო და ახლის მომცემი, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ტრენერს!!

პროექტის პორტფოლიო

Sunday, July 10, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს.შევისწავლეთ შეფასების ფორმები, შეფასების მეთოდები და ფორმები. დიდი მადლობა!!

Friday, July 8, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე იყო კიდევ უფრო საინტერესო. ვიმუშავეთ მოდულ 2- ზე. გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების პრეზენტაციას. პრაქტიკულად ვიმუშავეთ ამ კითხვებზე.გავეცანით ბუკლეტებზე მუშაობის ხერხებს, დავიწყეთ კონკრეტული მუშაობა ბუკლეტების შექმნაზე. ტრენერი ყველაფერს გვიხსნის გასაგებად. გვაძლევს არა მარტო ტექნოლოგიურ ცოდნას, არამედ კარგად იცნობს მეთოდიკას და თვითოეულ საგანთან ავლებს პარალელებს. მე ვფიქრობ რომ ასეთი მუშაობით უფრო მეტს მივაღწევთ. დიდი მადლობა!!

Monday, July 4, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღე იყო მეტად ნაყოფიერი.  ვიმუშავეთ ტექნიკურ საკითხებზე, გუგლის სერვიზებში,სხვადასხვა რესურსების გამოყენებაზე, ვისწავლეთ თუ როგორ შეიძლება გავაკეთოთ სლაიდები, როგორ შევქმნათ დამატებითი რესურსები და სხვა. ტრენერი ნათლად და გასაგებად გვიხსნიდა მასალას. დიდი მადლობა!

Sunday, July 3, 2016

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეს ჩვენი ტრენინგი შეეხებოდა ტექნიკურ საკითხებს, კერძოდ ბლოგზე მუშაობას, ასევე პროექტის შაბლონებს გავეცანით. დღე იყო საინტერესო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი. იმედია კარგად გამოვიყენებთ მომავალ საქმიანობაში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

Friday, July 1, 2016

რეფლექსია მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. განვიხილეთ საშინაო დავალებები, ახალი მასალა შეეხებოდა რესურსების გამოყენებას. განვიხილეთ გეგმის ნიმუშები ასევე მოსწავლის ნიმუშები. დღე იყო სასიამოვნო. დიდი მადლობა.

Friday, June 24, 2016

პირველი დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო.ტრენერი უშუალო და გასაგები ენით გვიხსნიდა სხვადასხვა საკითხებს.შექმნილი იყო სასიამოვნო გარემო, რაც აადვილებდა მუშაობას.ყველა საკითხი კარგად გავიგე და ვეცდები მომავალში აქტიურად გამოვიყენო ჩემს მომავალ საქმიანობაში.დიდი მადლობააა!!!